რუსთავში არასრულწლოვან გოგონას კვლავ ეძებენ

რუსთავში მე-7 კლასელ ნია იუკურიძეს კვლავ ეძებენ.

როგორც tv4-ს ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გოგონა დილით სახლიდან სკოლაში წავიდა თუმცა, ირკვევა, რომ ის სკოლაში არ მისულა.
გოგონას ეცვა შავი შარვალი, შავი ზედა, ნაცრისფერი მოსაცმელი და თეთრი ფეხსაცმელი.

დაკარგული ბავშვის კვალი 13:00-საათის შემდეგ იკარგება. ბოლოს ის ბათუმის ქუჩაზე შენიშნეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, დაკარგული მოზარდის სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.