რუსთავში დაკარგული მოზარდი პოლიციელებმა იპოვეს . ამის შესახებ ინფორმაცია tv4-ს მოზარდის ბებია დაუდასტურა .შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით , 15 წლის გოგონა მეგობართან იმყოფებოდა . უწყების ცნობით , მოზარდი თავს კარგად გრძნობს .
შეგახსენებთ , რომ სამართალდამცველები და ოჯახის ახლობლები გოგონას 13:00 საათიდან ეძებდნენ . მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო.