რუსთავში რამდენიმე ლოკაციაზე საგზაო მონიშვნები ჩასწორდა (+ფოტო)

სამუშაოების მწარმოებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახალი საგზაო ნიშნები პროექტის მიხედვით დახაზეს, თუმცა ადგილობრივი ხელმძღვანელობის თხოვნით, რამდენიმე ადგილას შესწორებებს შეიტანენ.

სამუშაოები ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ქუჩაზე მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ გზის მონიშვნის სამუშაოები დაახლოებით 2 თვეა მიმდინარეობს, თუმცა მოსახლეობის პროტესტი გარკვეულმა ხარვეზებმა გამოიწვია.