სადახლოზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში 1 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

კანონდამრღვევ მოქალაქეს, ჩამოერთვა საქონელი და დაეკისრა ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით.