სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტს ავსტრიული კომპანია მოამზადებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ავსტრიულმა კომპანია – ILF Consulting Engineers Austria GmbH-მა გაიმარჯვა.
სწორედ ეს კომპანია მოამზადებს სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს პროექტს.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, 11.2 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნისნულმა კომპანიამ კი, სატრანსპორტო კომპანიას მომსახურება 10.8 მილიონ ლარად შესთავაზა.
მათთან ხელშეკრულება 7 მაისამდე უნდა გაფორმდეს.

ავსტრიულმა კომპანიამ უნდა შეიმუშაოს წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება ორივე ხაზისთვის, სამგორი-ლილოს ხაზისთვის კი, დეტალური პროექტი და სატენდერო დოკუმენტაცია.