სამხედრო პოლიციას ფოტოგადაღების , ვიდეო-აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა ექნება

სამხედრო პოლიციას ავტომატური ფოტოგადაღების და ვიდეო-აუდიო ჩაწერის შესაძლებლობა ექნება.
დაგეგმილი ცვლილებებით, კანონი სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ანიჭებს უფლებამოსილებას, სამინისტროს მოსამსახურის ფორმის ტანსაცმელზე, სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, თავდაცვის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების ტერიტორიის შიდა და გარე პერიმეტრზე, აგრეთვე შენობა-ნაგებობის გარე პერიმეტრზე და შესასვლელებში დამონტაჟებული ავტომატური ფოტო და ვიდეო-აუდიო ტექნიკის მეშვეობით, განახორციელოს ფოტოგადაღება, ვიდეო-აუდიო ჩაწერა.
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ამ გზით უზრუნველყოფილი იქნება სამართალდარღვევებზე ეფექტური რეაგირება და პრევენცია.

“სამხედრო პოლიციის შესახებ“ კანონში ცვლილებები მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.
ცვლილებები პარლამენტის 30 აპრილის ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული.