საპენსიო სააგენტოს დირექტორის ლევან სურგულაძის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სისტემაში გაწევრიანებულია 750 000 ადამიანზე მეტი. მისივე თქმით, ამ დროისთვის საპენსიო შენატანების მოცულობა 175 მილიონი ლარია.
„სისტემიდან გასვლაზე მომართვიანობა არც ისე მაღალია – სისტემიდან ამ ეტაპზე 2 900 ადამიანი გავიდა. ეს 750 000 ადამიანიდან 0,4%-ია“, – აღნიშნა ლევან სურგულაძემ.
დაგროვებით საპენსიო სისტემის ამოქმედებიდან 100 დღე შესრულდა. სწორედ ამ თემაზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორს უსმენენ.







