დავით გარეჯში, უდაბნოს მონასტრამდე მისასვლელი მონაკვეთი, რომელიც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებს ჰქონდათ გადაკეტილი, გახსნილია.
მომლოცველებს მონასტრამდე გადაადგილება თავისუფლად შეუძლიათ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში აზერბაიჯანელებს უდაბნოს მონასტერი გადაკეტილი ჰქონდათ და სასულიერო პირებს მონასტერში არ უშვებდნენ.
გუშინ, დღის ბოლოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გახსნას პუნქტები, რომლებიც იყო დაკეტილი.