საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ვარლამ კილასონია გაწვრთნის

საფეხბურთო კლუბ “რუსთავს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. დღეიდან გუნდს ვარლამ კილასონია გაწვრთნის- ამის შესახებ ინფორმაციას საფეხბურთო კლუბი ავრცელებს . მწვრთნელი პირველ ვარჯიშს ხვალ გამართავს .
მიმდინარე სეზონში “რუსთავს” ბადრი კვარაცხელია წვრთნიდა, რომელმაც გუნდი ჯანმრთელობის გაუარესების გამო დატოვა.
შეგახსენებთ , კილასონია გასული წლის მაისში გუნდის მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ გაზაევის წასვლის შემდეგ დაინიშნა მან აგვისტოში ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.