საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 723 500 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 0.2 პროცენტით ნაკლებია.
2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 58.7 პროცენტი ცხოვრობდა საქალაქო დასახლებებში. უწყების მონაცემებით, 0-14 წლის მოსახლეობის წილი მთელ მოსახლეობაში 20.3 პროცენტზე დაფიქსირდა, შრომისუნარიან ასაკში მყოფი მოსახლეობის წილი (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი) − 64.9 პროცენტზე, ხოლო 65 წლის და უფროსი ასაკის წილი 14.8 პროცენტს წარმოადგენდა.
საქართველოს მოსახლეობის 48 პროცენტი მამაკაცი, ხოლო 52 პროცენტი – ქალია.