საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

16-18 აპრილს, საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება. საქართველოში ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი-ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგანტო ავრცელებს .

“16-18 აპრილს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების გაუარესება, წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, 17-18 აპრილს ჰაერის ტემერატურის მკვეთრი დაცემა, მაღალმთიან ზონაში თოვლი, ზოგან ქარბუქი, ზღვაზე 3 – 4 ბალიანი ღელვა. საქართველოს მდინარეებზე მოსალოდნელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე წყლის დონემ შესაძლებელოა საშიშ ნიშნულებს მიაღწიოს. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრულ – ღვარცოფული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება გამოიწვიოს.”-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგანტო განცხადებაში .