სახანძრო და სამაშველო ეკიპაჟები ტაშკენტის ქუჩაზე (+ფოტო)

ტაშკენტის ქუჩაზე, ნომერ მე–20 კორპუსთან სამაშველო, სახანძრო და საპატრულო ეკიპაჟები არიან მობილიზებული.
როგორც ცნობილია, ცეცხლი მესამე სართულის აიავნზე არსებულ მუყაოს ქაღალდს გაუჩნდა. სახლში არავინ იმყოფებოდა. პრევენციის მიზნით, სამაშველო სამსახურმა სახლში აივნის კარიდან შეაღწია.

ამ დროისთვის ადგილზე სიმშვიდეა და პოლიციის თანამშრომლები ცეცხლის გაჩენის მიზეზს ადგენენ.