უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესთან დაკავშირებით „სასტუმრო რუსთავის“ საკონფერენციო დარბაზში საჯარო შეხვედრა გაიმართა . შეხვედრაზე ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს . დამოუკიდებელმა დეპუტატმა , ეკა ბესელიამ , ზვიად კვაჭანტირაძესთან , გედევან ფოფხაძესთან და ლევან გოგოჩაიშვილთან ერთად რუსთაველებს კანონპროექტის მნიშვნელობაზე მიაწოდეს ინფორმაცია . დეპუტატების განცხადებით , საჯარო შეხვედრები მოსახლეობასთან გაგრძელდება და საზოგადოების მოსაზრებებს საკანონმდებლო ორგანომდე მიიტანენ. ეკა ბესელიას , განმარტებით ირაკლი კობახიძის მომზადებული კანონპროექტის მხარდაჭერა საზოგადოებისთვის სახიფათო იქნება.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრები აცხადებენ ,რომ მათ მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია პარლამენტმა აირჩიოს დამოუკიდებელი და კვალიფიციური მოსამართლე უზენაეს სასამართლოში , რაც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამჭვირვალობის გარანტიას და საზოგადოების ნდობის მოპოვებას .
შეგახსენებთ , უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი ხმათა უმრავლესობით მიიღეს .
მთავარი ყველა საზოგადოება საჯარო შეხვედრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის თემაზე (+ვიდეო)








