„ფეისბუქი“, „ვოთსაფი“ და „ინსტაგრამი“ ხარვეზებით მუშაობს

სოციალური ქსელი „ფეისბუქი“ ხარვეზებით მუშაობს. ამ დროისთვის მომხარებელს სოციალურ ქსელთან წვდომა შეზღუდული აქვს.

პრობლემები „ფეისბუქზე“ დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, ანალოგიური პრობლემები ფიქსირდება აშშ-ში, იტალიაში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, მალაიზიაში და სხვა ქვეყნებში. ხარვეზებით მუშაობს „ინსტაგრამი“ და „ვოთსაფიც“.
ხარვეზების გამომწვევ მიზეზებზე ამ დრომდე ინფორმაცია არ ვრცელდება .