ავტოსაგზაო შემთხვევას ალმათი-ტაშკენტის გზატკეცილზე 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 8 ადამიანი შემთხვევის ადგილზე, ხოლო 3 კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ავტობუსმა საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ავტომობილისგან საავარიო საფრთხე აიცილა, თუმცა ის გზაზე გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახა და ამოტრიალდა.
დაშავებულებს შორის უზბეკეთისა და ტაჯიკეთს მოქალაქეებიც არიან.
შემთხვევის შედეგად დაშავებული 29 ადამიანი საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას.
მომხდარს ყაზახეთის პოლიცია იძიებს.













