შვილის მკვლელობის ბრალდებით მამა დააკავეს

გურჯაანის რაიონ სოფელ ჩუმლაყში, მამამ შვილს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა. 40 წლამდე მამაკაცი გულ–მკერდის არეში მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, მომხდარს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. შვილის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.