შრი-ლანკაში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 290-მდე გაიზარდა ,არსებული ინფორმაციით დაშავებულია 500 ადამიანი .
შეგახსენებთ, რომ გუშინ, შრი-ლანკაში 8 აფეთქება მოხდა, მათ შორის 3 სასტუმროში და 3 ეკლესიაში.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ სამხედრო ორგანიზაციას ან დაჯგუფებას არ აუღია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის ხელისუფლებას თავდასხმებთან დაკავშირებით უკვე აქვს წინასწარი ინფორმაცია, რომელიც ნაკლებად ცნობილ ისლამისტურ ჯგუფს უკავშირდება.