ჭყონდიდელის დასახლებაში აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს(+ფოტო)

ჭყონდიდელის დასახლებაში,მშენებარე ციხეების ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს .

პროტესტის ამ ფორმით მოსახლეობა
ციხეების მშენებლობას აპროტესტებს.

აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს მომავალშიც აანონსებენ.

ორგანიზატორების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ და დაიწყებენ შიმშილს.

ისინი მოითხოვენ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას. აქციის მონაწილეების თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქმდე სანამ თეა წულუკიანი მათ არ შეხვდება.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები.

შეგახსენებთ, რუსთაველბი უკვე რამდენიმე დღეა ჭყონდიდელის დასახლბაში პენიტენციური დაწესებულებების მშენბლობას აპროტესტებენ. მათ გუშინ გამართულ აქციაზე იუსტიციის მინისტრს,თეა წულუკიანს ციხეების მშენბლობის შესაჩერებლად 24 საათი მისცეს.