ხანძარი მამათა მონასტერში

მარტვილის მამათა მონასტერში ხანძარი გაჩნდა. 

ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 
არსებული ინფორმაციით ხანძარი კელიაში გაჩნდა.  დამწვარია 200 მ² ფართობი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.