ხანძარი გაჩნდა მე-7 მიკრორაიონის ნომერ მე-15 კორპუსში. ადგილზე ორ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟთან ერთად კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული.
როგორც ამ დროისთვისაა ცნობილი ცეცხლი ე.წ “გამწოვს” გაუჩნდა. ბინის მესაკუთრემ საკუთარი ძალებით შეძლო ხანძრის ლიკვიდაცია. სახანძრო-სამაშველო სამსახურების ჩარევა საჭირო არ გახდა.