ხანძარი ჭყონდიდელის დასახლებაში (+ფოტო)

ხანძარი ჭყონდიდელის დასახლებაში.
ნეკრასოვის ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გამთენიისას გაუჩნდა.

როგორც Tv4-ის ჟურნალისტს ადგილობრივებმა განუცხადეს, ცეცხლი მეზობელმა შეამჩნია, რომელმაც სახლში მცხოვრები 80 წელს გადაცილებული მამაკაცი საცხობრებელი სახლის ფანჯრიდან გამოიყვანა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო სამაშველო ბრიგადა, საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.