2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა

2018 წელს ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) რეგისტრირებული რაოდენობა გასულ წელთან შედარებით შემცირებულია, – ნათქვამია სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში.

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში 23 295 აბორტი გაკეთდა, მაშინ, როდესაც 2017 წელს ამ ციფრმა 24 308 შეადგინა , კვლავ პრობლემად რჩება უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა.

“მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში, სერვისის გამცემი პროფესიონალები ცდილობენ ქალებს, რომლებიც აბორტის სერვისს საჭიროებენ, გადააფიქრებინონ აბორტის გაკეთება და ამისთვის, ზოგ შემთხვევაში, ისეთ არაეთიკურ გზებსაც მიმართავენ, როგორიც არის, სერვისის მიმღებისთვის განზრახ, არასწორი ინფორმაციის მიწოდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ” – ნათქვამია ანგარიშში.