ყოველი წლის 22 აპრილს, მსოფლიოს 192 ქვეყანაში დედამიწის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ.
დედამიწის დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს ორასამდე ქვეყნის ათასობით ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.
საქართველოში დედამიწის დღე პირველად 1990 წელს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ინიციატივით აღინიშნა. მას შემდეგ, ყოველწლიურად, ამ ღონისძიებას უერთდება მრავალი ორგანიზაცია და მოხალისე, რომლებიც ახორციელებენ სხვადასხვა ტიპის გარემოსდაცვით საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.









