40 ათასამდე მოსწავლემ გამოსაშვებ გამოცდაზე ბარიერი ვერ გადალახა ან არ მიიღო მონაწილეობა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დაახლოებით 40 ათასმა მოსწავლემ 2018-2019 წლებში გამოსაშვებ გამოცდებზე ბარიერი ვერ გადალახა ან არ მიიღო მონაწილეობა გამოცდებში.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნული რიცხვი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაასახელა, სადაც “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონის პროექტი ითვალისწინებს სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას. პროექტის თანახმად, პირებზე, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხური და მონაწილეობა არ მიუღიათ სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, აგრეთვე, პირებზე, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში, მაგრამ ვერ დააგროვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის მოპოვებისათვის საჭირო საგნებში დადებითი შეფასება, გაიცემა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – ატესტატი.