9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან, მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

მშვიდობიან აქციის დარბევას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.