ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას 10 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა ზესტაფონსი მოხდა. ავარიის შედეგად დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.