აქციის მონაწილეები კარვების დაშლას არ აპირებენ

აქტივისტები, ჭყონდიდელის დასახლებაში გაშლილი კარვების დაშლას არ აპირებენ. საპროტესტო აქციის მონაწილეები, ამინდის გაუარესების მიუხედავად, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას აგრძელებენ.

ადგილობრივები თეა წულიკიანთან შეხვედრას და დიალოგს მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფართომასშტაბიან აქციას აანონსებენ.