ჭყონდიდელის დასახლებაში, ციხეების მშენებლობის ტერიტორიაზე ციხის ღობე დააზიანეს . ღობე სავარაუდოდ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დააზიანეს.როგორც თვ4-ს ადგილობრივებმა განუცხადეს , დღეს დილით, აქციის მონაწილეები სამართალდამცველებმა პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია . მათივე თქმით , მთელი ღამე ციხეების მშენებლობის ტერიტორიაზე კარვებში გაატარეს , თუმცა ღობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ .
როგორც tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს , მომხდართან დაკავშირებით გამოძიება არ დაწყებულა და არავინ დაუკავებიათ .