დავით კირკიტაძის პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დავით კირკიტაძის პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

მოსამართლემ პროცესის საჯაროობაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს გამოიკვლევენ და მოწმეებს გამოკითხავენ.

მოსამართლემ დავით კირკიტაძის წინა სასამრთლო პროცესზე, ერთ-ერთი მოწმის დაკითხვის დროს დარბაზში ხმაურის გამო პროცესი დახურა.

დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.