მარნეულის ყოფილი მერი, თემურ აბაზოვი მერიისაგან 32 000 ლარის ოდენობის განაცდურის ვერ მიიღებს. აბაზოვი ითხოვდა იმ 7 თვის განაცდურის აღებას , რომელიც წინასწარი პატიმრობისას, უფლებამოსილების შეჩერების გამო, ვერ აიღო.
საკითხის განხილვა მერიას დაევალა და მათ აბაზოვის მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს.
თემურ აბაზოვი 7 თვის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.
მას ბრალი მარენულის მკვიდრ, ელჩინ ალახვეერდიევის დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედება. სასამართლომ აბაზოვი 13 დეკემბერს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლა. ხოლო 12 თებერვალს მარნეულის საკრებულომ, აბაზოვის განცხადების საფუძველზე, მას მერის მოვალეობა შეუწყვიტა.
წყარო :marneulifm.ge