სამედიცინო საქმიანობის დროს ექიმების შეურაცხყოფა დასჯადი ხდება

მედპერსონალის შეურაცხყოფა ან პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლა დასჯადი ხდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ აღნიშნული ცვლილება სამედიცინო საზოგადოებას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან, ზაზა ბოხუასთან ერთად წარუდგინა.

ცვლილების მიხედვით, სამედიცინო საქმიანობის დროს მედპერსონალის პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ხელის შეშლა, ღირსების შელახვა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ძალადობა ან მუქარა დასჯადი გახდება.
ახალი ინიციატივის თანახმად, კანონში უშუალოდ სამედიცინო პერსონალზე ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების დამატებითი მუხლები გაჩნდება.