სლოვაკეთის პარლამენტმა შეცდომით მიიღო კანონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს.
პარლამენტმა სახელმწიფო სიმბოლოების შესახებ კანონში ცვლილებებს უყარა კენჭი. როგორც აღმოჩნდა, ცვლილებები, რომელიც უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულებას კრძალავს, პარლამენტარებმა შეცდომით მიიღეს.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოური ქვეყნების ეროვნული ჰიმნების შესრულება მხოლოდ იმ ღონისძიებებზე იქნება დაშვებული, რომელსაც ოფიციალური უცხოური დელეგაციები ესწრებიან.
დეპუტატებმა ქვეყნის პრეზიდენტს თხოვნით მიმართეს, კანონპროექტი პარლამენტში დააბრუნოს. თავის მხრივ ქვეყნის პრეზიდენტმა დეპუტატებს ურჩია, უკეთ გაერკვენ და წაიკითხონ ის კანონპროექტები, რომელსაც ხმას აძლევენ.









