პროკურატურამ აჭარაში თანამდებობის 7 პირი დააკავა. დაკავებულებს შორის არიან აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე და ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე.
გარდა ამისა მერიის კიდევ სამი მაღალი თანამდებობის პირია დაკავებული.
გავრცელებული ინფორმაციით, თანამდებობის პირები „იაფი სახლის“ პროექტთან დაკავშირებით დააკავეს.
ხელმისწავდომი საცხოვრის პროექტს ბათუმის მერია ბოლო რამდენიმე წელია ახორციელებს.
წყარო: “ბათუმელები”.