ბოსტანქალაქის ქუჩაზე არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო.
გათხრების შედეგად 3 სამარხია აღმოჩენილი. ამ ტერიტორიაზე არსებული ქვის სამაროვნები
მე–4 / მე–8 საუკუნით თარიღდება. სამაროვნები ერთგვარი მასობრივი საფლავებია, რომლებშიც ერთი ოჯახის წევრებს კოლექტიურად კრძალავდნენ.
ბოსტანქალაქის ქუჩაზე სამარხი პირველად 3 მაისს აღმოაჩინეს, როცა შიდა უბნების გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. მას შემდეგ ეს პირველი აღმოჩენაა, თუმცა არსებობს მოლოდინი, რომ ამ ტერიტორიაზე გაცილებით მეტი სამაროვანი არსებობს.
ამ ეტაპზე არქეოლოგიური, სპეციფიკური სამუშაოები მიმდინარეობს, რაც საფლავების ზედაპირული მიწისგან გასუფთავებას გულისხმობს.