ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, რუსთავის მერიასა და საკრებულოს 90%-ზე მეტი შედეგი აქვს

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2018 წლის ანგარიში წარადგინა. რომლის მიხედვითაც, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, რუსთავის მერიას 93,18% -იანი ხოლო საკრებულოს 90,63%-იანი შედეგი აქვს.
IDFI-მ ქალაქ რუსთავის მერიისაგან 22 წერილი გამოითხოვა. აქედან სრულყოფილი პასუხი IDFI-მ 19 წერილზე მიიღო, არასრულყოფილი პასუხი კი 3 ზე. 22 ვე წერილი მერიამ ორგანიზაციას ვადის დაცვით მიაწოდა.

2018 წლის განმავლობაში ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტმა რუსთავის საკრებულოსგან საჯარო ინფორმაცია 16-ჯერ გამოითხოვა. აქედან სრულყოფილი პასუხი IDFI-მ 13 წერილზე მიიღო, არასრულყოფილი 3-ზე. ორგანიზაციას საკრებულომ 16-ვე წერილი ვადის დაცვით მიაწოდა.

რაც შეეხება ქვემო ქართლის რეგიონებს, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, 2018 წელს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერიას 99%-იანი, ხოლო საკრებულოს 100%-იანი შედეგი აქვს.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, 2018 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას 65,11% იანი ხოლო საკრებულოს 99% იანი შედეგი აქვს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 89,42% იანი, ხოლო საკრებულოს 57,69%იანი შედეგი აქვს.
ამავე კუთხით წალკის მუნიციპალიტეტის მერიას 63,17% იანი, საკრებულოს კი 80% იანი შედეგი აქვს.
საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით, 2018 წელს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას 81,82% იანი, ხოლო საკრებულოს 65,63%იანი შედეგი აქვს.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით 57,5% იანი, ხოლო საკრებულოს 57%იანი შედეგი აქვს.