ლეონიძის, მესხიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება (+ფოტო)

მე-20 ფიდერის ავარიულად გათიშვის გამო ლეონიძის, მესხიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. რამდენიმე წუთში ელექტრომომარაგება აღდგა, თუმცა ფიდერზე გარკვეული ხარვეზები დარჩა, რის გამოც კომპანიამ ფიდერის გათიშვის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნულ ქუჩებზე ელექტრომომარაგება რამდენიმე საათში აღდგება.