თბილისში, კერძოდ თემქაზე საცხოვრებელი სახლის მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა.
ბავშვი საავადმყოფოში ტრავმებით გადაიყვანეს. ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებებს, გაუფრთხილებლობით გულისხმობს.
რამდენიმე საათის წინ თბილისში, პეტრე იბერის ქუჩაზე 3 წლის ბავშვი მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზევე გარდაიცვალა.









