ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერის ახალი რეკორდი დაამყარა

ლიონის ტურნირის დასრულების შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კარიერის ახალ რეკორდს დაამყარებს. ბასილაშვილი პირველად დაიკავებს მე-16 ადგილს პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში.

შეგახსენებთ, ლიონში ბასილაშვილმა ორი ფრანგი მეტოქე დაამარცხა. მას ორივე მატჩის მოსაგებად ორ-ორი სეტი დასჭირდა.