შემოსავლების სამსახურმა საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, სომხეთის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, სპეციალურად მოწყობილი სამალავში, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქონლის საბაჟო ღირებულებამ 11,409,99 ლარი შეადგინა.
საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11,409,99 ლარის ოდენობით შეეფარდა.