საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, 9-12 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში, „სადახლო-საავტომობილო“, „წითელი ხიდი“ და „სარფი“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მათ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მოქალაქეების სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ჯამში, 9,920 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი და სხვადასხვა დასახელების არადეკლარირებული საქონელი (საერთო წონა – 105,4 კგ.) აღმოაჩინეს.
კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ.