სასკოლო თეატრალური ფესტივალი “არტსკოლა” (+ფოტო)

სასკოლო თეატრალური ფესტივალი “არტსკოლა” წელს მეოთხედ იმართება და მას პანტომიმის თეატრი მასპინძლობს.
თბილის-რუსთავის მასშტაბით სულ 17 სკოლა არის ჩართული.
ფესტივალი გულისხმოს მე-8 და მე-12 კლასის მოსწავლეების ჩართულობას, რომლებიც წერენ პიესას, მოთხრობას, ჩანახატს და რომელსაც სპექტაკლის სახით წარმოადგენ ჟიურის წინაშე.

დღეს რუსთავიდან წინა წელს გამარჯვებული სკოლა წარსდგა ჟიურის წინაშე. სპექტაკლით “დაკარგული თაობა” პიესის ავტორი მოსწავლე ნინი გიგაურია.