ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჯეფერსონს ტორნადომ გადაუარა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები.
ქალაქ ჯეფერსონამდე ტორნადომ მისურის შტატის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს გადაუარა, სტიქიას სამი ადამიანი ემსხვერპლა.
ტორნადომ ჯეფერსონში და შტატის სხვა დასახლებებში ნგრევა გამოიწვია, ასევე დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები.
ამჟამად მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს ეძებენ.