შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ-დაგეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული ჯარიმები ამოქმედდება. ჯარიმების ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება.
პროექტით ჯარიმა დადგენილია შემდეგნაირად: – თვითმმართველი ქალაქების, კურორტების და ტურისტული ზონების ტერიტორიაზე პირველი კლასის შენობა-ნაგებობებისთვის – 3 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 12 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით.
მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 2 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 5 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 10 000 ლარით.
მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში: პირველი კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 200 ლარით; მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 500 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 1 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 3 000 ლარით.
დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო წერილობით მითითებას ადგენს და დაავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას განესაზღვრება არანაკლებ 30-დღიანი ვადა. ამ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკისრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები პარლამენტს 6 მაისს, ბიუროს სხდომაზე წარედგინება.