ავტოავარიის შედეგად ალუბლების ქუჩის ნაწილს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

რუსთავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, ალუბლების ქუჩის ნაწილსა და საცურაო აუზს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. სანაპიროს ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი პირია დაშავებული, გაზის მილი კი მწყობრიდან გამოვიდა. ამ ეტაპზე, გაზმომარაგების აღდგენის დრო ცნობილი არაა.