ავტოსაგზაო შემთხვევას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ სუფსასთან ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა.
ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახნენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და სამი მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო.