გუშინ ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა.
შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან, მათ “ბოლო ზარი” ჰქონდათ.
7 დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული, მათგან ორი რეანიმაციულ განყოფილებაში წევს. 1 დაშავებული თბილისში გადაიყვანეს.
შსს-ის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.