ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში

თბილისში, აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე, მსუბუქი ავტომობილი ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.