ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-ლილოს გზაზე (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ მონაკვეთზე. ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. შემთხვევის შედაგად დაშავდა 4 ადამიანი , რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 276 მუხლით დაიწყო.