ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე.
მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა და ამოტრიალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.