შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. კანონმდებლობის თანახმად, ყველა საარჩევნო უბანზე კენჭისყრა 20:00 საათზე სრულდება.
არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ჯამში 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.
მერების რიგგარეშე არჩევნები დღეს ხუთ მუნიციპალიტეტში გაიმართა – მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ხულოსა და ზუგდიდში.
პარალელურად, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდა და მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ: საგარეჯოში, ადიგენში, ახმეტაში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ტყიბულში, წყალტუბოსა და ოზურგეთში.
პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა თბილისში, მთაწმინდის #1 საარჩევნო ოლქში.